beautyway
  • “ვარდის

ვარდის ალგინატის ნიღაბი


8

აირჩიეთ წონა:

გაზიარება

 

ალგინატური ნიღბების მთავარ კომპონენტს წყალმცენარეები წარმოადგენენ, სწორად ისინი ხდიან მათ ბუნებრივ, უნიკალურ და განსხვავებულ სახის მოვლის საშუალებად. ალგინატური ნიღბები გამოიყენება პროფესიონალური პროცედურების დროს , თუმცა მისი მოხმარება სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოა. 

 

ვარდის ალგინატური ნიღაბი  რთავს უჯრედების რეგენერაციულ პროცესს, გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანზე ,თუმცა იდეალურია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ღრმად ატენიანებს, არბილებს  სახის კანს, აჩქარებს კოლაგენის სინთეზს, ასევე გააჩნია ლიფტინგის ეფექტი. აუმჯობესებს კანის ტონს, სძენს მას თანაბარ ელფერს. შეიცავს ვიტამინ A, B5 , C და E.

 

რეკომენდირებულია: მშრალი, არათანაბარი ტონისა და სიცოცხლე დაკარგული კანისთვის

 

კანის ტიპი: ნებისმიერი, მშრალი

 

მოხმარების წესი:

სუფთა სახის კანზე დაიტანეთ 1 პორცია ალგინატური ნიღაბი 15 წთ განმავლობაში და შემდეგ მოიხსენით. არ საჭიროებს ჩამობანვას.

 

1 პორცია ალგინატური ნიღბის მისაღებათ 20-25გრ ალგინატური ნიღაბი გაურიეთ  20-25გრ გაზგამოხდილ მინერალურ წყალს, სწრაფი მოძრაობით გადაურიეთ ერთმანეთს სანამ არ მიიღებთ სქელ წელვად მასას და დაიტანეთ სახეზე.

 

გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, კურსი 8-12 გამოყენებამდე. გახსოვდეთ რომ ალგინატური ნიღაბი არის წყალმცენარეული, ბუნებრივი წარმოშობის და საჭიროებს სისტემატიური კურსის ჩატარებას სასურველი ეფექტისთვის. 

 

პროპორცია ნიღბისა და წყლის 1:1-თან.

 

ალგინატურ ნიღბაბმდე თუ დაიტანთ შრატს, გაძლიერდება შრატის ეფექტი.

 

 

ფასი
8
ნანახია
7459