beautyway
  • “ნუშის

ნუშის ზეთი


9

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

შესაძლოა ხშირად გამოგიყენებია ნუშის ზეთი შენ საყვარელ კოსმეტიკურ საშუალებებში თუ საკვებში , თუმცა იცი თუ არა დაწვრილებით თუ რაოდენ ბევრი სასარგებლო თვისებების მატარებელია იგი ?

 

მათ კი ვისაც არასდროს ჰქონია ნუშის ზეთთან შეხება გაგაცნობთ მის მრავალთაგან  რამოდენიმე ღირსებას, რის შემდეგ დარწმუნებული ვარ მისი გამოყენება შეგიყვარდებათ კიდეც

 

 ნუშის ზეთი კანისთვის

 

საუკუნეების განმავლობაში მას ჩინეთში გამოიყენებდნენ კანის დამამშვიდებლად, მშრალი კანის დასატენიანებლად და ისეთი კანის დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი. იგი მდიდარია ვიტამინ A-თი და ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი თვისებებით , რის გამოც ეფექტური საშუალებაა აკნესთან საბრძოლველად, ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს რითიც იცავს კანს მზის მავნე გამოსხივებისგან, ამცირებს დაბერების ნიშნებსა და აუფერმკრთალებს ნაიარევს.

 

ნუშის ზეთი თმისთვის

ღრმად ატენიანებს, არბილებს თმას, შეიცავს ვიტამინ B7, რაც უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღესა და მის სიძლიერეს, იცავს მავნე მზის სხივებისგან, ანტისოკოვანი და ანტიბაქტერიული თვისებები კი ამცირებს ქერტლს, კარგად ასუფთავებს თმის ძირებს და ატენიანებს სკალპს.

 

ნუშის ზეთი კულინარიაში

 

თქვენ გულს ლაპარაკი რომ შეეძლოს ნამდვილად მადლობას გადაგიხდიდათ თუ მზესუმზირის ზეთს ჩაანაცვლებდით ნუშის ზეთით. რატომ? რადგანაც ის წევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და მიიჩნევა ჯანსაღ ცხიმად, რის გამოც ასევე დაბლა წევს კარდიოვასკულარულ დაავადებათა რისკს და ანთებათა პროცესებს. ნუშის ზეთის გამოყენება იდეალურია სალათებში, ან შეწვისას დაბალ ტემპერატურაზე რათა არ მოხდეს მისი სასარგებლო თვისებების დაშლა.

 

 

თვისებები

ანტიბაქტერიული

ანთების საწინააღმდეგო

ანტისოკოვანი

დამატენიანებელი

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

შეგიძლიათ დაიტანოთ სუფთა სახით ან გამოიყენოთ როგორც საბაზისო ზეთი კრემების, შამპუნების და კოსმეტიკის დასამზადებლად

 

 

მასაჟისთვის

გამოიყენება სუფთა სახით. შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი ეთერზეთი შედეგის გასაძლიერებლად.

 

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში, საქართველოში  ჩამოტანილი და    დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

სერტიფიკატები

 

ბრენდი
Rakesh Sandal Oil
ფასი
9
ქვეყანა
ინდოეთი
ნანახია
3332