beautyway
  • “კაჯიპუტის

კაჯიპუტის ეთერზეთი


8

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

100% ორგანული ინდური კაჯიპუტის ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. კაჯიპუტის ეთერზეთი გამოიყენება კანის სიწითლის შესამცირებლად, აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი თვისებები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს აკნეს შემცირებას. კაჯიპუტის ეთერზეთი ამცირებს ქერტლს, ეგზემისა და ფსორიაზის სიმპტომებს. გამოიყენება ნაკაწრებზე და ჭრილობებზე, როგორც ანტისეპტიკური საშუალება. არომათერაპიის დროს კი სურნელი ამცირებს გაციებისა და ხველების სიმპტომებს, გამოიყენება მუშაობისა და მეცადინეობის პროცესში, ასევე ებრძვის ბაქტერიებს ოთახში.

 

თვისებები

ანტისეპტიკური

ანთების საწინააღმდეგო

აღმდგენი

ანტიბაქტერიული

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი კაჯიპუტის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. განკუთვნილია სიწითლისა და აკნეს სამკურნალოდ. პრობლემური კანის დასამშვიდებლად.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი კაჯიპუტის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ხსნის დაჭიმულობასა და ტკივილს კუნთებში.

 

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი კაჯიპუტის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-ებრძვის გაციებას

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი კაჯიპუტის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

სერტიფიკატები

ფასი
8
ნანახია
6662