beautyway
ახალი
  • “ლავანდას

ლავანდას ეთერზეთი


8

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

100% ორგანული ინდური ლავანდის ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. ლავანდის ეთერზეთი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, ალერგიის, დეპრესიის, სტრესის, უძილობის, აკნეს, ეგზემის, მწერების ნაკბენებისა და დამწვრობების სამკურნალოდ. ასევე რელაქსაციისთვისა და მენსტრუალური სიმპტომების შესამსუბუქებლად.

 

თვისებები

ანტისეპტიკური

ანთების საწინააღმდეგო

დამამშვიდებელი

დამატენიანებელი

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. ასეთი სახით ლავანდის ეთერზეთის გამოყენება საუკეთესოა აკნეს, ეგზემის, ნაკაწრების, მწერების ნაკბენებისა და მზის დამწვრობების სამკურნალოდ.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში.

 

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-მშვიდი ძილისთვის, უძილობის, დეპრესიის, გაღიზიანების სიმპტომების სამკურნალოდ ან უბრალოდ რელაქსაციისთვის.

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი ლავანდის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

სერტიფიკატები

 

ბრენდი
Rakesh sandal
ფასი
8
ქვეყანა
India
ნანახია
7879