beautyway
  • “მწვანე

მწვანე ვაშლის ალგინატის ნიღაბი


8

აირჩიეთ წონა:

გაზიარება

 

ალგინატური ნიღბების მთავარ კომპონენტს წყალმცენარეები წარმოადგენენ, სწორად ისინი ხდიან მათ ბუნებრივ, უნიკალურ და განსხვავებულ სახის მოვლის საშუალებად. ალგინატური ნიღბები გამოიყენება პროფესიონალური პროცედურების დროს , თუმცა მისი მოხმარება სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოა.

 

 მწვანე ვაშლის ალგინატურ ნიღაბს აქვს ძლიერი დამაწყნარებელი, დამამშვიდებელი, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური თვისებები. გამოიყენება კანის სიწითლისა და გაღიზიანების მოსახსნელად. იდეალურია სახის ღრმა წმენდის  პროცედურის შემდგომ გამოყენება, კანის დასამშვიდებლად. ყველანაირი ტიპის კანისთვის, მგრძნობიარე, პრობლემური კანისთვის. შეიცავს ვიტამინ B, A, C.

 

რეკომენდირებულია: მგრძნობიარე, გაღიზიანებული პრობლემური, სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის

 

კანის ტიპი: ნებისმიერი

 

 

მოხმარების წესი:

 

სუფთა სახის კანზე დაიტანეთ 1 პორცია ალგინატური ნიღაბი 15 წთ განმავლობაში და შემდეგ მოიხსენით. არ საჭიროებს ჩამობანვას.

 

1 პორცია ალგინატური ნიღბის მისაღებათ 20-25გრ ალგინატური ნიღაბი გაურიეთ  20-25გრ გაზგამოხდილ მინერალურ წყალს, სწრაფი მოძრაობით გადაურიეთ ერთმანეთს სანამ არ მიიღებთ სქელ წელვად მასას და დაიტანეთ სახეზე.

 

გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, კურსი 8-12 გამოყენებამდე. გახსოვდეთ რომ ალგინატური ნიღაბი არის წყალმცენარეული ბუნებრივი წარმოშობით და საჭიროებს სისტემატიური კურსის ჩატარებას სასურველი ეფექტისთვის.

 

პროპორცია ნიღბისა და წყლის 1:1-თან.

 

ალგინატურ ნიღბაბმდე თუ დაიტანთ შრატს, გაძლიერდება შრატის ეფექტი.

 

ფასი
8
ნანახია
7666