beautyway
  • “პიტნის

პიტნის ეთერზეთი


7

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

 

100% ორგანული ინდური პიტნის ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. პიტნის ეთერზეთი  გამოიყენება კანის დასამშვიდებლად მწერების ნაკბენების, მზის დამწვრობებისა და აკნეს დროს, კუნთების ტკივილის შესამცირებლად, სტრესის მოსახსნელად, ოთახში ბაქტერიების მოსაკლავად და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად.

 

თვისებები

ანტიბაქტერიული

ტკივილგამაყუჩებელი

დამამშვიდებელი

აღმდგენი

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი პიტნის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. ანიჭებს კანს ბზინვარებას, ხელს უშლის თმის ცვენას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი პიტნის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში.- ხსნის ტკივილის შეგრძნებას კუნთებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდგომ.

 

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი პიტნის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-ხსნის თავის ტკივილს, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობას, კლავს ბაქტერიებს, ხსნის დაძაბულობას. იდეალურია პროდუქტიული სასწავლო თუ სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი პიტნის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

 
სერტიფიკატები

 

ფასი
7
ნანახია
6052