beautyway
ახალი
  • “ვარდის

ვარდის ეთერზეთი


45

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

100% ორგანული ინდური ვარდის  ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. ვარდის ეთერზეთი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ანელებს დაბერების პროცესს, ამცირებს ნაოჭებისა და ფორების რაოდენობას. არომათერაპიის დროს ტკბილი ვარდის სურნელი ამცირებს სტრესისა და დეპრესიის სიმპტომებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. 

 

თვისებები

დამატენიანებელი

ანთების საწინააღმდეგო

ანტიოქსიდანტური

ანტიბაქტერიული

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი ვარდის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. განკუთვნილია ნაოჭების შესამცირებლად, კანის ტონუსში მოსაყვანად, დასატენიანებლად.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი ვარდის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში.

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი ვარდის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ქმნის რომანტიკულ ატმოსფეროს.

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი ვარდის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

სერტიფიკატები

ფასი
45
ნანახია
6764