beautyway
არ არის მარაგში
  • “როზმარინის

როზმარინის ეთერზეთი


7

აირჩიეთ ზომა:

გაზიარება

 

100% ორგანული ინდური როზმარინის ეთერზეთი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის კოსმეტიკური დანამატის სახით, მასაჟისთვის, არომათერაპიისთვის და აბაზანისთის. როზმარინის ეთერზეთი ცნობილია თავისი შეუდარებელი ეფექტით თმის ზრდის დაჩქარებაში. იგი ასევე იცავს კანს ტოქსინებისა და დაბინძურებისგან, ამცირებს ფორების ზომას, როზაცეასა და ეგზემას, ხდის კანს თანაბრად გლუვს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და მასაჟში გამოყენებისას ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას, ამცირებს სახსრების ტკივილს. არომათერაპიის დროს კი სურნელი აძლიერებს კონცენტრაციასა და მახსოვრობას. გამოიყენება მუშაობისა და მეცადინეობის პროცესში, ასევე კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგოდ. 

 

თვისებები

გამწმენდი

რეგენერაციული

დამცველობითი

ანტიოქსიდანტური

 

გამოყენების მეთოდები:

 

კოსმეტიკური მიზნებისთვის

კრემების, ლოსიონების, ტონიკებისა და ნიღბებში დასამატებლად 5-10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი უნდა დაუმატოთ 30მლ საბაზისო ზეთს. განკუთვნილია პრობლემური კანისთვის, აჩქარებს თმის ზრდას.

 

საბაზისო ზეთების რამოდენიმე წარმომადგენელია: ნუშის ზეთი, ატმის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ზეთი.

 

მასაჟისთვის

10-15 წვეთი როზმარინის ეთერზეთი გააზავეთ 30 მლ საბაზისო ზეთში.

არომათერაპიისთვის

5-10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი დაამატეთ არომათერაპიის დიფუზორში-აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს.

 

აბაზანისთვის

დაუმატეთ 15-20 წვეთი როზმარინის ეთერზეთი აბაზანას. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 20 წთ.

 

დამზადებულია

დაწურულია და დამზადებულია ინდოეთში. საქართველოში ჩამოტანილი და დაფასოებულია შპს ბიუთი ვეი-ის მიერ.

 

 
სერტიფიკატები

ფასი
7
ნანახია
6009